პროექტი :
,,საქართველო და მისი ნაწილები“
პროექტის
ხელმძრვანელი: ნ. რეხვიაშვილი
პროექტის
მონაწილეები: მე-3 კლასი
პროექტის
ხანგრძლივობა: სამი კვირა
(07.05.2019-27.05.2019)
პროექტის აქტუალობა:საქართველოში მცხოვრებმა
ყველა ერის წარმომადგენელმა სასურველია იცოდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, კუთხეები და
ტრადიციები.ამ ცოდნას კი პირველ რიგში სკოლა აძლევს. ჩემი კლასი არის ეთნიკურად მრავალფეროვანი,
ამიტომ გადავწყვიტე მათთვის და მათი მშობლებისათვის უფრო ახლოს გაეცნოთ საქართველოს
კუთხეები.
პროექტის ძირითადი მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ
მოიპონ ინფორმაცია საქართველოს
კუთხეების შესახებ.
ინფორმაცია გადმოსცენ
შესაბამისი ლექსიკით.
მოპოვებულიინფორმაციის
გამოყენებით შეადგინონ სლაიდ შოუ და წარმოადგინონ პრეზენტაცია.
ჩამოუყალიბდეთ ინფორმაციის მოპოვების, შემოქმედებისა და სოციალური უნარები.
პროექტის შინაარსი:
დავგეგმავ პროექტს , გავწერ დროში.მოვიწვევ მშობლებს,
გავაცნობ პროექტის მნიშვნელობას.
მშობლების დახმარებით მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას
საქართველოს კუთხეების შესახებ,შექმნიან სლაიდ შოუებს დაწარმოადგენენ პრეზენტაციას.
ამ პროექტის
განხორციელება ხელს შეუწყობს იმას,რომ მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს. აქტუალური იქნება მშობელთა ჩართულობა
სასწავლო პროცესში.
პროექტის მსვლელობა:
ამოცანები:
1.მოსწავლეთა ჯგუფების შექმნა
დავალებების განაწილება. (კუთხეები გადანაწილდება კენჭისყრის საშუალებით.)
2 . შეხვედრა
მშობლებთან და საუბარი პროექტის ირგვლივ.
პროექტის მიზანის
გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორუნდა
დაეხმარონ ბავშვებს,
ამასთან აქტიურად ითანამშრომლონ მასწავლებელთან.
3.სამუშაო შეხვედრა-
ჯგუფის
თითოეულმა წევრმა წარმოადგინა შეგროვილი მასალა.დავათვალიერეთ,მიეცათ
მითითებები როგორ უნდა დაახარისხონ და შექმნან
პროდუქტი (ბუკლეტი, გაზეთი, ნახატი, შეავსონ კროსვორდი)
4.მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები,მოხდა სლაიდშოუებს განხილვა.დაიგეგმა პრეზენტაციის ჩატარების დრო.
5. პრეზენტაცია
ჩატარდება პრეზენტაცია სადაც იქნებიან მოწვეული სტუმრები:
მშობლები, მასწავლებლები,სკოლის ადმინისტრაცია.
პროექტზე მუშობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, როგორც
ბავშვებისთვის , ისე მშობლებისთვისაც. მუშაობის პროცესში დაკვირვების შედეგად შევნიშნე , მშობლები ბევრს
სწავლობდნენ თავიანთი შვილებისგან , რაც თავადაც
აღნიშნეს.ეს ძირითადად ეხებოდა პრეზენტაციების შექმნას . მთლინი სამუშაო პროცესი აღმოჩნდა
სახალისო და შედეგიანი.
პროექტის რესურსები:
ა) გამოყენებული ლიტერატურა:
Google-ის საიტები, ვიკიპედია.
ბ) ტექნიკა: კომპიუტერი , პროექტორი, პრინტერი.
გ) საკანცელარიო: თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, ფორმატის
ფურცელი, მარკერები.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი
ა
2019 წლის მაისის
თვეში ქ. ბოლნისის N 3 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი : ,,საქართველო
და მისი ნაწილები“
პროექტის ძირითადი მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ
მოიპონ ინფორმაცია საქართველოს
კუთხეების შესახებ.
ინფორმაცია გადმოსცენ
შესაბამისი ლექსიკით.
მოპოვებულიინფორმაციის
გამოყენებით შეადგინონ სლაიდ შოუ და წარმოადგინონ პრეზენტაცია.
ჩამოუყალიბდეთ ინფორმაციის მოპოვების, შემოქმედებისა და სოციალური უნარები.
თავდაპირველად პროექტის იდეა განვიხილეთ მოსწავლეებთან
ერთად . დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა დამეხმარა გამეგო
რა საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ საქრთველოს კუთხეების შესახებ. .აღმოჩნდა რომ არაქართველმა მოსწავლეებმა
არ იცოდნენ საქართველოს ყველა კუთხე და მისი მდებარეობა.დავსახეთ ისეთი აქტივობები,რომლებიც დაგვეხმარებოდა პროექტის განხორციელებაში.შევადგინეთ სამოქმედო გეგმა .ჩავრთე მშობლები . რადგან კლასში
საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენელი მყავს დავავალე ყველას თავიანთი კუთხე
წარმოეჩინათ და მშობლების დახმარებით . საინტერესოდ
წარმართა მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს მუშაობა.პროექტით
გათვალისწინებული ყველა აქტივობა ჩატარდა მაღალ
დონეზე.
კენჭისყრის მიხედვით კლასში
გადავანაწილე საქართველოს კუთხეები.შევკრიბე მშობლები და მივეცი საჭირო ინსტრუქცია.
მუშაობის პერიოდში სისტემატიურად მქონდა შეხვედრები და ვუწევდი მონიტორინგს სამუშაო
პროცესს. მოიძიეს ინფორმაციები, გააფორმეს ბუკლეტები, შექმნეს პრეზენტაციები.როდესაც
ყველაფერი მზად იყო მოვაწყვეთ პრეზენტაცია . საკლასო ოთახი მოვაწყვეთ შესაბამისად და
მოვიწვიეთ სტუმრები.ელექტრონულ პრეზენტაციებთან
ერთად მოსწავლეებმა
წარმოადგინეს მხატვრული ნომრები(ცეკვები და სიმღერები).დამსწრე საზოგადოება ძალიან
ნასიამოვნები დარჩა. კმაყოფილი იყო ყველა, მშობელიც და მოსწავლეც. არააქართველი მოსწავლეების მშობლებმა სურვილი გამოთქვეს , რომ მომავალ სასწავლო წელსაც განვახორციელოთ მსგავსი
სახის პროექტი მათი ტრადიციების და კულტურის გაცნობის მიზნით.
პროექტის მიზანი და შედეგი მიღწეულ იქნა . მისი ძლიერ
მხარედ ეს მიმაჩნია . მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий