вторник, 26 ноября 2019 г.

სოციალური პროექტი,,როგორ ვხარჯავთ წყალს"


                                           სოციალური   პროექტი      
                                      როგორ ვხარჯავთ  წყალს ?

პროექტის  ხელმძღვანელი: ნ.  რეხვიაშვილი
პროექტის მონაწილე:  მე-4  კლასი
პროექტის  ხანგრძლივობა:  ერთი  კვირა  (01.10-08.10)
 პროექტის აქტუალურობა:
წყალი ჩვენი პლანეტის  უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი რესურსია,დედამიწის  70 პროცენტი  წყალს შეადგენს. მიუხედავად ბუნებაში ფართოდ  გავრცელებისა ,მთელს   მსოფლიოში    მწვავედ   დგას სასმელი  წყლის პრობლემა.
      როგორც სპეციალისტები ამბობენ,  წყლის რესურსის  გადარჩენის  ორი  პრინციპი      არსებობს:   მისი  დაცვა  და  დაზოგვა;    
    რაც უფრო  მეტ წყალს  დაზოგავს ადამიანი, მით მეტს გამოიყენებს  მცენარეთა  და   ცხოველთა  სამყარო, ეს   კი უზრუნველყოფს დედამიწაზე,  ეკოლოგიური ბალანსის  დაცვას.

პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა გაიაზრონ    წყლის მნიშვნელობა  ბუნებაში , მისი გართხილება და დაცვა.მოსწავლეებში დაკვირვების,კვლევისა და  სოციალური  უნარების
                                        განვითარება.

განხორციელებული  ამოცანები:  პროექტის აღწერა

     გაკვეთილიI           01.10
ლექსის წაკითხვა   ( მხატვრული ელფერის შემოტანა)
                         ,,ონკანიდან წყალი მოდის
                           ატალახდა მთელი ეზო
                          სუყველაფერს ხედავს გია,
                          სუყველაფერს ხედავს რეზო,
                             ორივენი ღია ონკანს
                             აუვლიან, ჩაუვლიან
                             ხომ არაფერს აშავებენ-
                             . მაინც დანაშაულია!
ლექსის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები იმსჯელებელ პრობლემაზე და მის შედეგებზე , რომელიც მოცემულ ლექსშია.მოსწავლეებს მოვუწოდებ   თუ გვაინტერესებს,მთელი დღის განმავლობაში  სხვადასხვა საქმიანობისთვის, დაახლოებით რა  რაოდენობის  წყალს ვხარჯავთ ოჯახში, ჩავატაროთ  კვლევა დავალებაში   მოცემული   მონაცემების  მიხედვით.
       გაკვეთილი  II    04.10
გაკვეთილზე წარმოადგენენ მონაცემებს სხვადასხვა საქმიანობის დროს ოჯახში დახარჯული  წყლის შესახებ. შემდეგ   შეაჯამებენ  რა რაოდენობის წყალს ხარჯავენ ოჯახში.
    დახარჯული წყლის რაოდენობის გამოსათვლელად გამოიყენებენ პრაქტიკულ მონაცემებს.
ოჯახის თითოეული წევრის მიერ დახარჯული წყლის რაოდენობას შეკრებენ და მიიღებენ
დღის განმავლობაში დახარჯული წყლის რაოდენობას,შემდეგ მიღებული ციფრი გამრავლდება 365 -ზე (365 დღე-ღამე),რის მიხედვითაც გავიგებ დაახლოებით რა რაოდენობის წყალს ვხარჯავთ.


გაკვეთილი  დასკვნითი   08.10
შეადარებენ  დაკვირვების შედეგად მიღებულ და დაანგარიშებულ მონაცემებს.

 საუბრისა და დისკუსიის შემდეგ  მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე ,რომ წყალს გაფრთხილება სჭირდება და წყალი ტყუილუბრალოდ არ უნდა დაიღვაროს.



სამუშო პროცესის განმავლობაშივატარებდი საუბრებს, ვაწარმოებდი დაკვირვებას, ვუყურებით ვიდეო მასალას(წყალთან დაკავშირეით)
პროექტზე მუშაობის დროს მომწონდა  მოსწავლეთა  ინტერესი, აქტიურობა  და    პასუხისმგებლობა   კვლევისადმი.
სასურველი იქნებოდა , რომ  არსებობდეს  უფრო მეტი გამართული ინტერნეტ კავშირი,რათა  შეძლო  უფრო მეტი აქტივობა  დავგეგმო.








შეფასების  დანართი  # 1 ,  დანართი  #2

შეფასების დანართი: პროექტის შუალედური დასაბოლოო შეფასება
     პროექტის
მონიტორინგი/
      შეფასება

ვის მიერ

      როდის

რა კრიტერიუმებით

პირველი შუალედური მონიტორინგი

პედაგოგი
პროექტზე მუშაობის პირველი გაკვეთილი
          სწორი თანმიმდევრობით იქნა თუ არა მიწოდებული დავალება შესასრულებლად
მეორე შუალედური მონიტორინგი

პედაგოგი
პროექტის მუშაობის

მეორე გაკვეთილი
ჩატარებული კვლევის სისწორე და         სიცხადე

საბოლოო შეფასება
    პედაგოგი და
     მოსწავლეები
დასკვნითი

პრეზენტაცია
რამდენად საინტერესო იყო პროექტი და მონაცემები შესაბამისი.



შეფასების დანართი #2
კრიტერიუმები               
1.მონაცემების სისწორე  და სიცხადე
2.რამდენად კარგად წარადგინა პრეზენტატორმა სამუშაო.
3. ჯგუფის წევრების მიე აზრის გაცვლა-გამოცვლა
4. პროექტის შეფასება.

მოსწავლეები სახლში წყლის ხარჯვას დააკვირდებიან   და  გამოთვლიან შემდეგი ნიმუშის       მიხედვით:
1.      დასალევად
       2.სადილისათვის
       3. ხელების დასაბანად
      4. ტუალეტისათვის
      5. შხაპისათვის
      6.   კბილების გასაწმენდად
       7.  ჭურჭლისათვის

       8.  სარეცხის დასარეცხად


               





ბოლნისის    #3 საჯარო სკოლა 
                IV კლასის მოსწავლე   ანი ლატარია

ჩვენს   ოჯახში   ვართ   სამი წევრი და დღის განმავლობაში   ვხარჯავთ შემდეგი რაოდენობის წყალს:
დასალევად

სადილისათვის

ხელების  დაბანა

ტუალეტის  ჩარეცხვა

თავის  დაბანანა

კბილების  გაწმენდა

ჭურჭლის  დარეცხვა

შხაპის  მიღება

სარეცხის  დარეცხვა
600მლ

900მლ

9ლ

18ლ

60ლ

8ლ

60ლ

150ლ

100ლ

ჩემი  ოჯახი  წელიწადში  მოიხმარს  693  135ლ  წყალს     





 ბოლნისის    #3 საჯარო სკოლა 

                IV კლასის მოსწავლე   ნია ხუციშვილი



            დღის განმავლობაში ოჯახი ვხარჯავთ       

სადილი     

ხელების დაბანის დროს 
ტუალეტის ჩარეცხვის დროს
თავის დაბანის დროს
კბილების გაწმენდია დროს     
ჭურჭელის დარეცხვის დროს    
შხაპის მიღების დროს  







900+10+60+200+20+300+500.365=183990
დაახლოებით წლის განმავლობაში ვვხმარობთ 183990_ლიტრ  წყალს.


900 მლ

10 ლიტრა
60 ლიტრა
200 ლიტრა
20 ლიტრა
300 ლიტრა 
500 ლიტრა
       

                     
     





 ბოლნისის    #3 საჯარო სკოლა 
                IV კლასის მოსწავლე   დავით  ხუციშვილი

ჩემი ოჯახის წყლის  ხარჯები დღის განმავლობაში.
                                
სასმელი წყალი–10 ლიტრი
სადილის მოსამზადებელი წყალი–6 ლიტრი
ჭურჭლის გასარეცხი წყალი–50 ლიტრი
სარეცხის გასარეცხი წყალი–120 ლიტრი
ხელების დასაბანი წყალი–50 ლიტრი
კბილების გასაწმენდი წყალი–50 ლიტრი
შხაპის მისაღები წყალი–350 ლიტრი
ტუალეტის ჩასარეცხი წყალი–300 ლიტრი
გაუთვალისწინებელი წყალი–20 წყალი
ერთი დღის–956 ლიტრი
ერთი თვის–28680 ლიტრი
ერთი წლის–348940 ლიტრი
                                                                                                                             



                                                       რეფლექსია
  2019წლის  ( 01.10-08.10)ოქტომბრის თვეში   ჩავატარე პროექტი ,, როგორ ვხარჯავთ  წყალს ?“
 პროექტის  მიზანი  იყო  წყლის  მნიშვნელობის  გაცნობიერება,მისი  გაფრხილება,გეგმიური
ხარჯვა.   მოსწავლეებში დაკვირვების,კვლევისა  და  სოციალური  უნარების განვითარება.
მისი  პრაქტიკულ  აქტივობებში გამოყენება.
    შესწავლილი  თემეიდან გამომდინარე მოსწავლეები დაინტერესდნენ,რა რაოდენობის წყალს  ხარჯავს ადამიანი დღის განმავლობაში. ამისათვის ისინი ჩაერთვნენ პროექტში
,,როგორ  ვხარჯავთ  წყალს“.
       ინდივიდუალურად  დაიწყეს  კვლევა,თუ რამდენ წყალს ხარჯავს მათი ოჯახი ყოველდღიურად  სხვადასხვა  საქმიანობისათვის.  კვლევისათვის  გამოიყენეს სახელმძღვანელოში მოცემული პირობა.
   დახარჯული წყლის რაოდენობის გამოსათვლელად პრაქტიკულად მოპოვებული      მონაცემები შეკრებეს  და მიიღეს  დღის  განმავლობაში დახარჯული წყლის რაოდენობა,    მიღებული  ციფრი გაამრავლეს 365-ზე,რის მიხედვითაც გაიგეს დაახლოებით რა რაოდენობით  წყალს  ხარჯავს  წლის განმავლობში მათი ოჯახი. 
  ვიყავი პროექტში ჩართული, ვაწარმოებდი დაკვირვებას.  მუშაობის მიმდინარეობისას    მომწონდა მოსწავლეთა ინტერესი,აქტიურობა და  პასუხისმგებლობა კვლევისადმი.
 კვლევის დამთავრების შემდეგ  მოსწავლეებმა საკუთარი პრეზენტაციი წარდგენის    შემდგომ  გააკეთეს დასკვნა, რომ წყალი მეტად  საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში,მას
გაფრთხილება სჭირდება  და ტყუილუბრალოდ   არ უნდა დაიღვაროს.ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მიზნის შესაბამისად. პროექტის ძლიერი მხარეა ის, რომ მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება წყლის მოხმარებასთან  დაკავშირებით.


Комментариев нет:

Отправить комментарий