вторник, 26 ноября 2019 г.

სოციალური პროექტი,,უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქალაქი"


                                     სოციალური  პროექტი
                     

სოცილური პროექტის სათაური

უკეთ  გავიცნოთ ჩვენი ქალაქი
მასწავლებლის
სახელი და გვარი

ნორა რეხვიაშვილი
სამიზნე ჯგუფი
IV კლასის მოსწავლეები და მშობლები

პროექტის მთავარი
            იდეა
საკუთარი ქალაქის უკეთ გაცნობა. მარტივი მათემატიკური        გამოთვლების პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეთათვის     გამოთვლების მნიშვნელობის გააზრება. ტექნიკის ათვისება და  საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

პროექტის აქტუალობა



პრობლემა
აქტუალურია იმდენად,რამდენადაც აუცილებელია
მოსწავლეებმა გაითავისონ,რომ  მათემატიკა არა მარტო         
  განყენებული ციფრებია არამედ, იგი მჭიდროდა არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან.მნიშვნელოვანია  კომპიუტერის გამოყენება.
მათ უჭირთ და ვერ ამყარებენ კავშირს გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან, რის გამოც დაბალია მათი სწავლის მოტივაცია.

  პროექტის მიზანი
მოსწავლეებმა  დაინახონ მათემატიკის კავშირს ყოველდღიურ ცხოვრებაში,გამოუმუშავდეთ დამოუკიდებელად მუშაობისა და კვლევა-  ძიების უნარი,გაიცნობენ საკუთარ ქალაქს უფრო ახლოს ,  დაეუფლებიან  მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას, ინფორმაციის დახარისხებას,რისთვისაც გამოყენებული იქნება  საინფორმაციო ტექნოლოგიები. გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვებისა და თანამშრომლობის უნარი.

       ხანგრძლივობა

ერთი  კვირა              (11.11. 2019-20.11.2019)
     მოსალოდნელი
          შედეგები
შეუძლია ინფორმაციის მოპოვება,დახარისხება და წარდგენა. მონაცემების მარტივი მათემატიკური ხერხით გამოთვლა.
გაიზრდება მოსწავლეთა საგნის შესწავლის მოტივაცია. მოსწავლეები დააკავშირებენ მათემატიკის სხვადასხვა ნაწილებს. დაამყარებენ უშუალო კავშირს გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან. დაგეგმავენ საკუთარ მოქმედებებსა და დროს. გააკონტროლებენ საკუთარ სწავლას.  შეძლებენ კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობას. შეიძინენენ გამოცდილებას.
          

               საჭირო რესურსი 

სახელმძღვანელო, რვეული,თაბახის ფურცლები,კომპიუტერი,პროექტორი , პრინტერი, მარკერები.


          


პროექტის მსვლელობა



























აქტივობა 1.  ჯგუფების  დაყოფა( 11 .11)
                   მოსწავლეები დაიყოფიან  სამ ჯგუფად  დავალების 
                  მიხედვით.ჯგუფები შეირჩევა კენჭისყრის საშუალებით.
  I ჯგუფი:ინფორმაცია ქალაქ ბოლნისის შესახებ.
 II ჯგუფი:ინფორმაცია  ბოლნისში არსებული  ძეგლების  შესახებ
 III ჯგუფი:ბოლნისში არსებული სკოლა, თეატრი და მუზეუმის შესახებ .


აქტივობა 2.   საორგანიზაციო საკითხები.მშობლების მოწვევა და   
                        მათთვის პროექტის შინაარსის გაცნობა და მათი
         პროექტში ჩართვა.(12.11)
                


აქტივობა 3.  პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის პერიოდში ჯგუფის
                      ლიდერის მოსმენა და შეგროვილი ინფორმაციის
                        დახარისხებაში დახმარების გაწევა.(18.11)
                      


აქტივობა  4.  სამივე ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა და ინფორმაციების შედარება -შეჯამება.(19.11)



აქტივობა 5.  პროექტზე მუშაობის შედეგად შეგროვილი და გამოთვლილი
                     მასალის განთავსება კომპიუტერში.პრეზენტაციის მომზადება(19.11)



აქტივობა 6.  ჯგუფების მიერ პროექტის წარდგენა,პრეზენტაცია და  
                         სამუშაოს  შეჯამება.(20.11)




შეჯამება


პროექტი მონაწილეებისთვის  წარიმართა საინტერესოდ და ნაყოფიერად.ყველა შეგროვებული მონაცემი შეჯამდა დ საერთო პრეზენტაცია შეიქმნა. მოსწავლეებმა პრაქტიკაში გამოიყენეს მათემატიკაში შესწავლილი მარტივი მათემატიკური გამოთვლები,მონაცემების შეგროვება და დახარისხება  დიაგრამების გამოყენებით . მონაცემების შეგროვებისას მათ მოუწიათ თვიანთი ქალაქის კიდევ ერთხელ გაცნობა და ახალი საინტერესო ინფორმაციების მოძიება. 












                                              რეფლექსია

    2019 წლის 11 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით   თვეში ქ. ბოლნისის N 3 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი : ,,უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქალაქი“პროექტის ძირითადი მიზანი: მოსწავლეებმა  დაინახონ მათემატიკის კავშირს ყოველდღიურ ცხოვრებაში,გამოუმუშავდეთ დამოუკიდებელად მუშაობისა და კვლევა-  ძიების უნარი,გაიცნობენ საკუთარ ქალაქს უფრო ახლოს ,  დაეუფლებიან  მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას, ინფორმაციის დახარისხებას,რისთვისაც გამოყენებული იქნება  საინფორმაციო ტექნოლოგიები. გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვებისა და თანამშრომლობის უნარი.
      თავდაპირველად პროექტის იდეა განვიხილეთ მოსწავლეებთან  ერთად . დასაწყისში ჩატარებული   გამოკითხვა დამეხმარა გამეგო რა საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ მშობლიური ქალაქის შესახებ .აღმოჩნდა, რომ უმეტესობამ არ იცოდა რა სიგრძეზისაა ქალაქი, რამდენი ხუროთმოძღვრული ძეგლებია ,რა სიგრძისაა ჩვენი მდინარეები და სად ჩაედინება. ყველაფერი ამის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს უნდა შეეგროვებინათ და წარმოედგინათ მათემატიკაში ნასწავლისაკითხებდან გამომდინარე.დავსახეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც  დაგვეხმარებოდა პროექტის განხორციელებაში. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა .
      მოსწავლეებისთვის ასეთი სახის პროექტი ახლი და საინტერესო იყო. მატ გამოწვევად ჩათვალეს და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ საქმეს.  პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა ჩატარდა  მაღალ დონეზე.
     პირველი ნაბიჯი: გადავანაწილე კენჭისყრის შედეგად ჯგუფები.
პირველ ჯგუფს უნდა მოეძია ინფორმაცია  ქალაქ ბოლნისის და მდინარეების მაშტაბის შესახებ და შეძლებისდაგვარად შეექმნათ  ქალაქის რუკა.
 მეორე ჯგუფს უნდა მოეძია ინფორმაცია ბოლნისში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ .
მესამე ჯგუფს უნდა მოეძია ინფორმაცია ქალაქში არსებული საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების შესახებ .
    მეორე ნაბიჯი:
მოვიწვიე მშობლები და დავალება გავაცანი. მშობლებისგანაც დიდი ინტერესი ვიგრძენი .
 მესამე ნაბიჯი:
  შეგროვილი ინფორმაციის დახარისხება , შეჯამება და პრეზენტაციისთვის მომზადება
მეოთხე ნაბიჯი:
პრეზენტაცია, შეჯამება
   მონაწილეებს ძალიან მოეწონათ პროექტზე მუშაობა და  სურვილი გამოთქვეს  , რომ  სხვა პროექტებშიც დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას .
 პროექტის მიზანი და შედეგი მიღწეულ იქნა .  მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას.


Комментариев нет:

Отправить комментарий